გაკვეთილის გეგმა

საგანი- მათემატიკა
მასწავლებელი- მაია ლომსაძე

გაკვეთილის
მთავარი თემა
გეომეტრიული გარდაქმნები
ცენტრული და ღერძული სიმეტრიები
სწავლების საფეხურიIX კლასი
მოსწავლეთა პროფილიკლასში 29 მოსწავლეა.
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების
მქონე ბავშვები არ არიან.
გაკვეთილის მიზნები და
შედეგები
მოსწავლეებმა გაიაზრონ გეომეტრიული
გარდაქმნები , მათი თვისებები , გაეცნონ გარდაქმნათა კომპოზიციებს , გაიწაფონ : ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგებაში ; სიმეტრიული ფიგურების ამოცნობაში ; სიმეტრიის ღერძების და სიმეტრიის ცენტრის პოვნაში.იმსჯელონ რა გეომეტრიული გარდაქმნა შეიძლება იყოს მოცემული ორი გეომეტრიული გარდაქმნის კომპოზიცია ; ასაბუთებენ თავის მოსაზრებას.
წინასწარი ცოდნამოსწავლეებმა უნდა იცოდნენ შუამართობის
განსაზღვრება ; მანძილი წერტილიდან წრფემდე ; საკოორდინატო სიბრტყეზე წერტილის აგება და საკოორდინატო მეოთხედებში წერტილის კოორდინატების ნიშნები.
შეფასების საგანი
და პროცედურები
შეფასდება ზეპირი პრეზენტაცია , მსჯელობა ,
სიბრტყეზე სიმეტრიული ფიგურის აგების უნარ-ჩვევა.
გამოყენებული იქნება როგორც განმსაზღვრელი ,
ისე განმავითარებელი შეფასება .
მოსწავლეები შეფასდებიან გაკვეთილზე ჩართულობაში წინასწარ მომზადებული რუბრიკებით .
სასწავლო მასალები და ტექნიკური რესურსებისახელმძღვანელო: გ. გოგიშვილი,თ.ვეფხვაძე
მათემატიკა IX კლასი;უჯრედებიანი ფურცლები,გუაში ,ფუნჯი ,
ფანქრები,სახაზავები, კომპიუტერი,პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა 1 . (ჯგუფური მუშაობა)5წთ

მოსწავლეები ფურცლებზე ხაზავენ გეომეტრიულ ფიგურებს და გადაკეცავენ სიმეტრიის ღერძზე ,
თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით თითოეული
ჯგუფი გამოთქვამს ვარაუდს ღერძული სიმეტრიის თვისებების შესახებ.

აქტივობა 2 . (მინი ლექცია)15წთ

მასწავლებელი უხსნის კლასს , რომ როგორც ღერძული ასევე ცენტრული სიმეტრიები სიბრტყის თავის თავზე ურთიერთცალსახა ასხვებია .
განიხილავს XOY საკოორდინატო სიბრტყეზე ცენტრულ და ღერძულ სიმეტრიათა კომპოზიციებს ;
პროექტორით უჩვენებს მოსწავლეებს ინტერნეტში მოძიებულ შესაბამის მასალას .

აქტივობა3 . (ტესტებზე მუშაობა) 15წთ

მუშაობა მიმდინარეობს წყვილებში სახელმძღვანელოდან შერჩეულ ტესტებზე.

აქტივობა4 . (შემაჯამებელი კითხვები)5წთ

მასწავლებელი მთელ კლასს უსვამს კითხვებს
რა თვისებებით ხასიათდება ღერძული და ცენტრული სიმეტრიები ;რა გეომეტრიული
გარდაქმნა შეიძლება იყოს ორი სიმეტრიის
კომპოზიცია.

აქტივობა5 . (საშინაო დავალება)2წთ

დავალებად მიეცემათ სავრჯიშოები სახელმძღვანელოდან ; ინტერნეტში მოიძიონ სურათები სიმეტრიაზე.

აქტივობა6 . (შეფასება)3წთ

2 комментария:

  1. მაიკო,საინტერესო გეგმაა,ასე სრულყოფილად დაგეგმილი გაკვეთილი მოსწავლეების მოტივაციას ნამდვილად აამაღლებს.

    ОтветитьУдалить